www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: მადაგონი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

სუპერმარკეტების ქსელი "მადაგონი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

"მადაგონი" საქართველოს ბაზარზე უკვე 14 წელია ოპერირებს და მოიცავს სუპერმარკეტებისა და რესტორნების ქსელს, კვების პროდუქტების წარმოებას და საკონდიტროს . კომპანია აქტიურად გეგმავს ქსელის გაფართოებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და დაინტერესებულია ისეთი მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და კვალიფიციური თანამშრომლების დასაქმებით, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას და ღირებულებებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალის მართვა და კონტროლი;
** მომსახურების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** მაღაზიაში საოპერაციო პროცესების კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთების, მიღებისა და უკანბრუნების პროცესების კონტროლი;
** პროდუქციის ფასთა ცვლილებების კონტროლი;
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების შედგენა და მართვა;
** თანამშრომლების შერჩევასა და გუნდის დაკომპლექტებაში აქტიური ჩართულობა მენეჯმენტთან ერთად;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ქსელური კვების სუპერმარკეტში მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Ms Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვის უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ემოციურად გაწონასწორებული და ემპათიური.

სამუშაო პირობები:

** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (საბურთალო)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (დასვენება შაბათი ან კვირა)
** დღიური გრაფიკი: 8 სამუშაო საათი (დღის ცვლა)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი (ხელზე) + კვარტალური ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@madagoni.ge; გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |