შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალი მიერთებების დოკუმენტბრუნვის, სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და პროექტების მართვის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
** სამშენებლო-სამონტაჟო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების პროცესში გახარჯული მასალების და მოწყობილობების ჩამოწერის აქტების ბაზაში ასახვა და ფინანსური სექტორისათვის წარდგენა;
** კონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ელექტრონული ბაზების წარმოება;
** დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და წარმოება.
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!