www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: MAXXelle
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"MAXXelle Georgia"აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

MAXXelle Georgia გახლავთ სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2019 წელს. პირველი ბრენდი რომლის წარმომადგენელიც იგი გახდა იყო MAXXelle, იტალიური ორგანული თმის მოვლის საშუალებების პროფესიონალური ხაზის ბრენდი. მოგვიანებით კომპანია ისეთი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელი გახდა როგორებიც არის EVOQUE, OSTWINT, PION, REMONT, HIVA, RNS, NEWWELL.

ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 10:00-19:00)
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული + გაყიდვების %

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება სილამაზის სალონებში;
** კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** კომპანიის ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნა (სახელი, გვარი, საკონტაქტო, დაბადების დღე და ა.შ.);
** შესრულებული სამუშაოს დღიური რეპორტინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
** პრისელერად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილით უზრუნველყოფა.

დამატებითი უნარები:

** მიზანდასახული;
** კომუნიკაბელური;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@maxxelle.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:"პრისელერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |