ქართული ჩაის მწარმოებელი შპს "მანნა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი და საქართველოს რეგიონები
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის B კატეგორია
** მძღოლად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, ოპერატიულობა, დისციპლინირებულობა და მოწესრიგებულობა
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პრობლემების მოგვარების უნარი
** ორგანიზებულობა და დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობა
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალების სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** კომპანიის პროდუქციის/ნედლეულის/მასალების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@manna.ge და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება).
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!