www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: ცურ გრუპი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

კომპანია "Tsur Group"-ის გუნდში ველით ახალ წევრს აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიციაზე

კომპანია "Tsur Group" არის ებრაულ - ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები.

ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი", შპს "რუუთს", შპს "ინოტეკი", შპს "ჯორჯიან ინვესტმენტ", შპს "ბი იო", შპს "მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი".

ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://tsur-group.com/en

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო გრაფიკი: 40 საათი;
** მისამართი: თბილისი, ქავთარაძის 13.

რა იქნება თქვენი მოვალეობები:

** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ბიზნეს სტრატეგიებისა და სამუშაო გეგმის ფორმირება, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების მისაღწევად;
** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორების მართვა, მათ განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მიღება და ანგარიშგება, შესაბამისი რეკომენდაციებით ბორდთან.

ჩვენი მოთხოვნებია: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.

ვის ვეძებთ ჩვენ:

** ვისაც უყვარს თანამშრომლებზე ზრუნვა და
** ვისაც აინტერესებს სიახლეები და გამოწვევები;

თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, 2023 წლის 9 თებერვლამდე გამოგვიგზავნე რეზიუმე და პორტფოლიო ელფოსტაზე: vacancy@tsur-group.com და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |