"აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელ-ფსიქოლოგის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა
ხელფასი: 850 ლარი, მზარდი ყოველწლიურად.
დაქვემდებარება: საბავშვო ბაღის მენეჯერი
ვებგვერდი: https://azrovnebisakademia.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით შეიმუშაოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმა;
** თვითგამოხატვის, კრეატიულობის ან/და მოტორული უნარების განსავითარებლად რელევანტური აქტივობების ჩატარება;
** ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა.;
** ბავშვის დამოუკიდებელი უნარების წახალისებაზე ზრუნვა;
** ბავშვთა ბიო-ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე მუშაობა და შესაბამისად ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა.
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი აკადემიური განათლება ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის ან რეაბილიტაციის მიმართულებით;
** აღსაზრდელებთან მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართული ენის მშობლიურ დონეზე ცოდნა;
** უნდა იცოდეს: ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები.
საჭირო თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ბენეფიტები:
** ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე/ 10:00-დან 19:00-მდე
** კორპორაციული დაზღვევა (უფასო) 6 თვის შემდეგ
** აზროვნების აკადემიის კურსებზე და ლექციებზე, ასევე გამომცემლობა/ბიბლიოთეკაზე თანამშრომლის სპეციალური ფასი
** გექნებათ განვითარების შესაძლებლობა და დასაქმება აზროვნების აკადემიის მოზარდების კურსებზე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელფოსტაზე hr@azraki.ge და გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
წარმატებას გისურვებთ!