საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დაგეგმოს სამედიცინო აპარატურის გეგმიური და საექსპლუატაციო სამუშაოები.
** იზრუნოს სამედიცინო აპარატურის გამართულ მუშაობაზე.
** განახორციელოს დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
** საჭიროებისამებრ ტექნიკური აღჭურვილობის კალიბრაცია და მომსახურება.
** კონსულტაციები ტენდერების პროცესში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge ერთი თვის განმავლობაში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!