www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: დრესარიუმი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"Dressarium/დრესარიუმი" წარმოადგენს მულტიბრენდულ კომპანიას, რომელიც 2018 წლიდან ვითარდება და მომხმარებლებს სთავაზობს პრემიალური ხარისხის ბრენდების კოლექციას, როგორიც არის: Hackett, Lion of Porches, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Lascana. აღნიშნული ბრენდები წარმოდგენილია ისთ ფოინთის და გალერეა თბილისის მოლებში.

კომპანიის მთავარი მიზანია ბაზარზე შეინარჩუნოს წამყვანი პრემიალური ბრენდების პარტნიორი და იმპორტიორი კომპანიის პოზიცია და კიდევ უფრო განვითარდეს მეგობრულ გუნდთან ერთად.

"Dressarium/დრესარიუმი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ლისი პანორამა #6
გრაფიკი: 10:00-18:00 (1 სთ შესვენება) შაბათ-კვირას დასვენება.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ვისაც აქვთ ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება და სრულყოფილად იციან ინგლისური.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება;
** ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** ბრენდების დანერგვა/განვითარება;
** ახალი კოლექციის შესყიდვის დაგეგმვა და შესყიდვის განხორციელება;
** კოლექციის შესყიდვის ბიუჯეტის განსაზღვრა ყოველი მომდევნო სეზონისთვის;
** პროდუქციის ღირებულების და მარჟის განსაზღვრა;
** ბაზრის და მომხმარებლის კვლევა, კონკურენტი ბრენდების აქტივობების მონიტორინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** თანამედროვე ბრენდების და მოდის ტენდენციების ცოდნა, გემოვნება და სტილის გრძნობა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამოცდილება ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაბელურობა
** პოზიტიური და ენერგიული
** დროის მენეჯმენტი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და მისი მოკლე ვადაში გადაჭრის უნარი;

თუ მზად ხართ სწრაფი განვითარებისთვის და გაქვთ სურვილი გახდეთ მეგობრული გუნდის წევრი, განავითაროთ ხარისხიანი ბრენდები ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@dressarium.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ბრენდ მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |