"SPAR Georgia" აცხადებს კონკურსს იმპორტისა და ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტის ვაკანტურ პოზიციაზე.
მოვალეობები:
** მოთხოვნიდან გამომდინარე სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება;
** სატრანსპორტო საშუალებებთან ხელშეკრულების გაფორმება;
** სატრანსპორტო კომპანიებიდან მიღებული ტარიფების შერჩევა/დადასტურება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** დროულად დატვირთვა/ჩამოსვლის კონტროლი;
** დატვირთვების რეპორტის მომზადება ყოველკვირეულად;
** პროდუქტების რეგისტრაციის ფაილის მომზადება;
** შემოსული ტვირთის პროგრამული ასახვა;
** ანოტაციების მომზადება შესაბამისი რეგულაციების მიხედვით, ბეჭდვა/მიწოდების პროცესის მართვა;
** საწყობში მიღებული პროდუქტების შესყიდვის პროცესის მართვა და სავაჭრო ობიექტებში განაწილების მონიტორინგი;
მოთხოვნები:
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** Microsoft Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "იმპორტისა და ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტი"
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!