"ჯორჯიან გლას მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯორჯიან გლას მარკეტი" საქართველოს ბაზარზე არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი მინის ტარის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც სწრაფად და მოსახერხებლად უზრუნველყოფს ქართველი მწარმოებლების შუშის ტარითა და ჩამოსხმისთვის საჭირო მასალებით მომარაგებას.
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (შესვენება - 1 საათი)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (გამოცდილების გათვალისწინებით)
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული პროცესების სრულყოფილი წარმართვის ხელისშეწყობა;
** ადმინისტრაციული დოკუმენტებისა და საკითხების სრული მართვა/დახარისხება და კონტროლი;
** კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის წარმოება (ელექტრონული და მატერიალური ფორმით);
** კომპანიაში არსებული სხვადასხვა ბაზების წარმოება/მართვა;
** მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ რეპორტების გამოთხოვა მენეჯერებისგან;
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, თათბირის ოქმების მომზადება;
** პარტნიორ კომპანიებთან შეხვედრების დაგეგმვა და აქტიური ჩართულობა;
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის თარგმნა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო მენეჯერის და სხვა უფლებამოსილი პირების მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება სასურველია.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ქართული ვერსია) შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@niksholding.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.