www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: დრესარიუმი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"Dressarium/დრესარიუმი" წარმოადგენს მულტიბრენდულ კომპანიას, რომელიც 2018 წლიდან ვითარდება და მომხმარებლებს სთავაზობს პრემიალური ხარისხის ბრენდების კოლექციას, როგორიც არის: Hackett, Lion of Porches, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Lascana. აღნიშნული ბრენდები წარმოდგენილია ისთ ფოინთის და გალერეა თბილისის მოლებში.

კომპანიის მთავარი მიზანია ბაზარზე შეინარჩუნოს წამყვანი პრემიალური ბრენდების პარტნიორი და იმპორტიორი კომპანიის პოზიცია და კიდევ უფრო განვითარდეს მეგობრულ გუნდთან ერთად.

"Dressarium/დრესარიუმი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდული მაღაზიების ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გალერია თბილისი/ისთ ფოინთი
გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (1 სთ შესვენება) კვირაში 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ვისაც აქვთ ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება და იციან ინგლისური/რუსული სასაუბრო დონეზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება სტანდარტის მიხედვით;
** სავაჭრო სივრცის სწორად დაგეგმარება, მანეკენების სტაილინგის ცოდნა;
** ვიტრინების გაფორმება, ფერების კომპოზიციის შედგენა;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** კონსულტანტების დატრენინგება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება და გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა;
** კომპანიის მარკეტინგისა და PR-ის პროცესების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;
** ტანსაცმლის განლაგება პროდუქტიულად, მომხმარებლის სურვილის გათვალისწინება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** თანამედროვე ბრენდების და მოდის ტენდენციების ცოდნა, გემოვნება და სტილის გრძნობა;
** ინგლისური/რუსული სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით მინიმუმ 3 წელი.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაბელურობა
** პოზიტიური და ენერგიული
** დროის მენეჯმენტი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და მისი მოკლე ვადაში გადაჭრის უნარი;

თუ მზად ხართ სწრაფი განვითარებისთვის და გაქვთ სურვილი გახდეთ მეგობრული გუნდის წევრი, განავითაროთ ხარისხიანი ბრენდები ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@dressarium.ge და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "ვიზუალური მერჩენდაიზერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |