ქართული ჩაის მწარმოებელი შპს "მანნა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისში არსებული სუპერმარკეტების ქსელები
სამუშაო განაკვეთი: სრული
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
** სისწრაფე, სისხარტე და ოპერატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარების შესაძლებლობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
** კონსულტანტის, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენა (სრულყოფილად); სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა ობიექტებში განლაგებული პროდუქციის მუდმივი მონიტორინგი, უშუალო ხელმძღვანელის გაწერილი გეგმის შესაბამისად;
** სხვადასხვა ობიექტებში განთავსებული პროდუქციის რაოდენობების, ვადების და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** განთავსებული პროდუქციის ფოტომასალის წარდგენა და რეპორტინგი ონლაინ რეჟიმში;
** სარეკლამო მასალების განთავსების მონიტორინგი;
** კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და რეპორტინგი;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პრობლემების შესახებ ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
** საჭიროების შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება ადგილზე არსებული ნაშთების შესახებ და შეკვეთის ორგანიზება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV შესაბამისი ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@manna.ge და "საგანში" (subject). აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება).
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!