ორთაჭალაში მდებარე, 24 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "Reed Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (საღამოს 20:00 - დილის 10:00-მდე, ორ-ორი ღამის მონაცვლეობით)
ანაზღაურება: 750 ლარი
მიმღების ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქციები:
** სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა
** სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა
** სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი
** შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება
** სასტუმროს ფასების და სერვისების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** ელექტრონული გასაღების რეგისტრაცია/გაუქმება
** გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში
** სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა
** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out - ის თაობაზე, ნომრების დალაგება/დასუფთავების საჭიროების თაობაზე;
** მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება
მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს:
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მისასალმებელია
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@reedtbilisi.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 114 878.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ღამის ცვლის ადმინისტრატორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.