www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: QA ინჟინერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.
"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

ჩვენს გუნდში ვეძებთ QA ინჟინერს!

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე, 1 საათი შესვენება
** შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, 4 day off წელიწადში.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული შესაძლო ხარვეზების იდენტიფიკაცია და რეპორტინგი;
** არსებული ციფრული პროდუქტების შესწავლა;
** ხარვეზების იდენტიფიკაცია და ტესტირება;
** აღმოჩენილი შეცდომების დეტალური აღწერა და რეპორტინგი;
** ტესტ ქეისების, ჩექლისტების, ტესტირების გეგმის შედგენა და განხორციელება;
** გუნდთან აქტიური კომუნიკაცია;
** ტექნიკური დოკუმენტის ანალიზი;
** მობილური აპლიკაციების ტესტირება (Android, iOS).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** QA ტესტერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** HTML, MYSQL-ის და API-ს ტესტირების გამოცდილება;
** QA მეთოდოლოგიის, ინსტრუმენტების და ტესტის დიზაინის პრინციპების ცოდნა;
** პროგრამირების საფუძვლების კარგად ცოდნა;
** ეჯაილ მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გინდათ, რომ იმუშაოთ თანამედროვე, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ და თანამშრომლებზე მორგებულ გარემოში, მაშინ გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |