www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: York Holding Group
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"York Holding Group" წარმოადგენს საერთაშორისო დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანიას. "York Holding Group" აერთიანებს 2 შვილობილ კომპანია: "Zaha Construction" და "York Towers". იგი წარმოდგენილია 3 კონტინენტსა და 7 ქვეყანაში და უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროექტების პორტფელის მართვას. კომპანიას აქვს განხორციელებული არაერთი ინვესტიცია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში და კვლავ განაგრძობს გაფართოებას.

"York Holding Group" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო-სარემონტო პროექტების სრული ციკლის აუდიტის განხორციელება;
** ფინანსური აუდიტის განხორციელება;
** პროექტირების, მშენებლობის, ტენდერებისა და ხარჯების კონტროლის პროცესების არსებულ პროცედურებთან შესაბამისობის ზედამხედველობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი ფინანსური, ბუღალტრული ან მსგავსი მიმართულებით);
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო სპეციფიკის პრაქტიკული ცოდნა;
** სასურველია აუდიტის მიმართულებით პროფესიული კვალიფიკაცია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პრიორიტეტიზაციისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@yorktowers.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "იორკ ჰოლდინგ ჯგუფმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |