შპს "გამომცემლობა პალიტრა ლ" აცხადებს ვაკანსიას WMS სასაწყობე პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროგრამულად შემოსული შეკვეთების დამუშავება.
** საწყობის თანამშრომლებისათვის მობილურ კომპიუტერებზე დავალებების გადაცემა და მათი შესრულების კონტროლი.
** მენეჯმენტის დავალებით საწყობის თანამშრომლებისათვის თასქების გადაცემა მობილურ კომპიუტერებზე.
** მენეჯმენტის დავალებით პროგრამიდან სტატისტიკური ანგარიშგებების ამოღება.
მენეჯმენტის დავალებით WMS პროგრამის ფარგლებში ოპერაციების შესრულება.
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
** გამოცდილება 1C ERP-ში ან სხვა სააღრიცხვო პროგრამაში; WMS საწყობის მართვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00; შაბათი 10:30-18:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ქიზიყის ქუჩა 50ბ
P.S კომპანია ახორციელებს თანამშრომლების ტრანსპორტირებას საწყობის მიმართულებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@logistica.ge subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (WMS სასაწყობე პროგრამის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.