შპს "კომპანია ორბიტა" არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს და ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.
შპს "კომპანია ორბიტა" არის მსოფლიო და ადგილობრივი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: VIVA, GEMO, MILLENIUM, MARETTI, MYMOTTO, BYOND, MAESTRO DE OLIVA, IBERICA, TURBO, TADIM, NATURELLA, MOROZOVA, ASTORIA, RYABA. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://WWW.ORBITA.GE
შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას ტერიტორიული მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი
ძირითადი მოვალეობები:
** დაქვემდებარებულ მაღაზიებში საოპერაციო და ზოგადი სტანდარტების მართვის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი;
** ბაზრის ტენდენციები და მოთხოვნების განსაზღვრა
** მაღაზიებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება;
** მაღაზიის ფორმატიდან გამომდინარე წინადადებების მომზადება ასორტიმენტის განახლებასა და სააქციო პროდუქციის შერჩევა;
** აქციის დაგეგმვამდე კონკურენტთა ფასების კვლევის ორგანიზება და ეფექტურად ჩატარების უზრუნველყოფა;
** პერიოდული რეპორტინგი;
** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და პრობლემების მოგვარება;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
** მიიღოს აქტიური მონაწილეობა გაყიდვების გუნდის შემადგენლობის ფორმირებასა და საკადრო მომზადებაში;
** განახორციელოს სისტემატური ვიზიტი რეგიონებში.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მაიკროსოფტ ოფისის სრულყოფილი ფლობა, სასურველია პროგრამის 1C ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი;
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს !