ქონების საბროკერო კომპანია "Dream Home" ეძებს თანამშრომლებს უძრავი ქონების აგენტის (ბროკერი) პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** 18 წლიდან;
** სქესი: შეზღუდული არ არის;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** მოლაპარაკებების წარმოება;
** მომსახურების გაწევა;
** უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში შეტანა;
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
** შერჩეული ფართების ჩვენების დაგეგმვა-განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.
ჩვენ რას გთავაზობთ:
** სახალისო სამუშაო გარემოს.
** დამწყები ბროკერებისთვის ტრენინგებს, მოთხოვნებისა და წარმატებული მუშაობის უნარების ჩამოყალიბებაში.
** თიმბილდინგს;
** პირველადი და აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:30-დან 18:30-მდე, შაბათი 10:30-დან 16:00 -მდე.
ანაზღაურება მზარდი: 2200 ლარიდან ზემოთ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : dreamhome7777@yahoo.com წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "აგენტის პოზიციაზე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.