www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HoReca პრისეილერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში, HoReca პრისეილერის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის 5.

ძირითადი მოთხოვნები:

** ჰორეკა სექტორში კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** HoReCa სექტორის თავისებურებების ცოდნა;
** MS Office სტანდარტული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** HORECA ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** HORECA ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** თანხების დროულად ამოღება;
** გეგმის მიხედვით, ახალი ობიექტების ათვისების უზრუნველყოფა;
** მაქსიმალურად სრული ასორტიმენტის შეთავაზება ობიექტისთვის;

ანაზღაურება: შეთანხმებით + მანქანის ცვეთის ხარჯი + საწვავი.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:30 სთ. დასვენება, კვირაში ორი დღე, შაბათი-კვირა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |