www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბეტონის ქარხნის ოპერატორი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ქარხნის ოპერატორის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
განაკვეთი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ ელექტრო-მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;

მოვალეობები:

** ქარხნის სამუშაო რეჟიმისთვის მომზადება;
** ქარხნის გამართულ მდგომარეობაში მუშაობის მონიტორინგი;
** ქარხნის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
** ლაბორატორიის მიერ დადგენილი რეცეპტის სრული დაცვა წარმოების პროცესისას;
** ბეტონის წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
** დღის განმავლობაში გამოშვებული პროდუქციის აღრიცხვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებით;
** ქარხნის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კვირაში ერთი დღე ქარხნის ტექნიკური დათვალიერების, შეზეთვის სამუშაოების, სათადარიგო ნაწილების გამოცვლის სამუშაოების, დაზიანების აღმოსაჩენად დანადგარის თითოეული უნბის დათვალიერების უზრუნველყოფა;
** სათადარიგო ნაწილების საჭირო მარაგის განსაზღვრა;
** დამხმარე ოპერატორების საქმიანობის კონტროლი, მათთვის დავალებების გადანაწილება, შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** ყველა საჭირო უსაფრთხოების ნორმის დაცვა.
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო მენეჯერის და სხვა უფლებამოსილი პირების დავალებების შესრულება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2023 წლის 16 თებერვლის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |