www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგადასახადო მენეჯერი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** თითოეულ კომპანიაში საგადასახადო აღრიცხვაში ჩართულობა;
** ჩაბარებული დეკლარაციების მონიტორინგი ხარვეზების აღმოჩენის მიზნით და მათი სისწორის დადასტურება;
** საგადასახადო რისკების შეფასება, მიღებული შედეგების ანალიზი და რეპორტების მომზადება;
** ბუღალტრებისათვის წერილობითი რეკომენდაციების გაცემა და მათი შესრულების მონიტორინგი;
** საგადასახადო შეღავათების მოძიება და მენეჯმენტთან შეთანხმებით საჭირო სტრატეგიის შემუშავება მათ განსახორციელებლად;
** აღრიცხვის წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი ხარვეზისა თუ კითხვის შემთხვევაში ბუღალტრების მხარდაჭერა ყველა საჭირო რესურსით - პროცესში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული გზების მოძიება.
** საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი;
** კოდექსში ცვლილებების არსებობის შემთხვევაში კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის გადახედვა და მენეჯმენტთან შეთანხმებით საჭირო ცვლილებების შეტანა.
** საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ჯგუფის მენეჯმენტის მხრიდან წამოჭრილი დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან იურიდიული მიმართულებით იგივე ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე
** საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში, შემოსავლების სამსახურში ან მსგავს ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა;
** MS Office (EXCEL მაღალ დონეზე)
** ERP 1C
** ინგლისური ენა (B2-C1)

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მოგვარების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13 თებერვალი, 2023 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@nabeghlavi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |