www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ციფრული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ფუნქციები:

** ონლაინ გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციაში, და განხორციელება
** კომპანიის შემოსავლების მუდმივი ზრდის უზრუნველყოფა
** ონლაინ გაყიდვებისთვის შესაბამისი არხების (საიტების) მოძიება, მათთან მოლაპარაკება, მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა
** კორპორატიული კლიენტების მოძიება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება
** კონკურენტებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, კონკურენტებზე დომინირების უზრუნველყოფა
** აქციების დაგეგმვა, უშუალო ხელმძღვანელთან, მარკეტინგისა და ფინანსურ დეპარტამენტებთან კოორდინაციაში
** გაყიდვების ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი და პერიოდული რეპორტინგი
** პრობლემების და შეფერხებების დროული გამოვლენის უზრუნველყოფა ან/და მოგვარება
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საქმიანობის დაგეგმვა, ფუნქციების დელეგირება და შესრულების კონტროლი

მოთხოვნები:

** აუცილებელია ონლაინ გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
** 1C, MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა
** გაყიდვების ტექნიკების ცოდნა

ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge.
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |