www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინდუსტრიული მშენებლობის კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: თიფოქსი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

კომპანია "თიფოქსი" აქტიურად ოპერირებს სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ბაზარზე. ბრენდი დინამიურად მუშაობს მასშტაბებისა და ახალი მიმართულებების განვითარებაზე.
კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის გახდეს ყველაზე სანდო და ხარისხთან ასოცირებული ბრენდი სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ბაზარზე. კომპანიის გამოწვევებს შორის უმთავრესია B2B სექტორთან ერთად უპასუხოს საცალო ბაზრის მომხმარებლის მოთხოვნებს.

"თიფოქსი" აცხადებს ვაკანსიას ინდუსტრიული მშენებლობის კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქციები:

** კატეგორიის ჭრილში ბაზრის კვლევა;
** მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პროდუქტების ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება და მუდმივად განახლება ასორტიმენტის გაზრდისა და ახალი ბრენდების დამატების მიზნით;
** საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება, სიახლეების და ტრენდების შესწავლა/მოგროვება კატეგორიის ჭრილში და მათი შესყიდვებისა და გაყიდვების მენეჯერებისთვის გაზიარება;
** საკუთარი კატეგორიის მომგებიანობისა და ლიკვიდურობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვის ინიცირება;
** კომპანიის შესყიდვების გეგმის შესაბამისად კატეგორიის პროდუქციის შესყიდვის უზრუნველყოფა და მოწოდების პროცესის ზედამხედველობა;
** კატეგორიის გაყიდვების მონიტორინგი და კონკურენტების ასორტიმენტისა და ფასების მუდმივი ანალიზი;
** კატეგორიის პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი;
** კატეგორიის მომგებიანობისა და გაყიდვების ანალიზი;
** გაყიდვების მენეჯერებთან მუდმივი კონტაქტი მოთხოვნად პროდუქციასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით;
** პროდუქციის მარაგების ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა/კონტროლი;
** საწყობიდან პროდუქციის შეკვეთის საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთების დამუშავება;
** მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, კატეგორიის ასორტიმენტზე ფასების შეთანხმება;
** ალტერნატიული მომწოდებლების ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლება;
** კატეგორიის პროდუქციის ფასების საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** გაყიდვების მენეჯერების მხრიდან გადმომისამართებული კლიენტებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კატეგორიაში შემავალ პროდუქციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების განხრით;
** სტრუქტურული რკინის სპეციფიკაციების ცოდნა
** სენდვიჩპანელის ტექნიკური დეტალების ცოდნა
** კატეგორიის მართვის პრინციპების ცოდნა
** საწყობის აღრიცხვის სპეციალურ (ERP) სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (word, excel, powerpoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური, რუსული და თურქული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები (უნარები):

** პრეზენტაბელურობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2023 წლის 16 თებერვლამდე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "თიფოქსმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "თიფოქსის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |