www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

თეგეტა მოტორსის შვილობილო კომპანია "კავკასუს პრემიუმ ლუბრიკანტსი" არის უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

ლოგისტიკის მენეჯერი - თბილისი

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=628

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** დოკუმენტაციის მოთხოვნა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან;
** მომწოდებელი კომპანიების პორტფელის კონტროლი, კრედიტორთა აღრიცხვა;
** კომერციული შეკვეთების მიღება-დამუშავება და მომწოდებელთან გადაცემა;
** ტრანსპორტირების პროცესის მართვა და კოორდინაცია;
** საბაჟო სამსახურის საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური/წლიური ანგარიშსწორების გეგმის შედგენა და შემდგომი მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word; Excel; Outlook; PowerPoint).

პიროვნული უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი.

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

იმედია მალე შევხვდებით,
საუკეთესო სურვილებით, თეგეტა



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |