"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში.
"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, ბელიაშვილის 142
სამუშო გრაფიკი: 1. 8 საათიანი, კვირაში 5 დღე, 2. ნახევარი განაკვეთი (კვირაში 5 დღე)
ძირითადი მოვალეობები:
** მიღებული ინფორმაციის სრულყოფილი ელექტრონული აღრიცხვა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციისა და სამუშაო გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა;
** სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გამავალი ზარების წარმოება და ინფორმაციის, შეთავაზების ეფექტური მიწოდება;
** შემოსულ ზარებზე დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
** მომხმარებლის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
** შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი დახმარების გაწევა მომხმარებლისთვის;
** შემოსული ზარების გადამისამართება;
** შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და რეპორტების წარმოება, მოთხოვნის შემთხვევაში;
** პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/სტუდენტი
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოსმენილის ადვილად გააზრებისა და გაანალიზების უნარი;
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფი და ორგანიზებული;
** დეტალებისადმი ორიენტირებული;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარით;
** გუნდური;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 6 თებერვალი, 2023
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/qol-centris-operatori/838
"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.