www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 15 თებერვალი

ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და სპეციალისტების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებს და სოციალურ სერვისებს.

ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისთვისა და პირებისთვის. ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.

ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე.

ქცევითი თერაპევტის ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტერი ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სამუშაო გარემოს მომზადება;
** ქცევითი თერაპიის სეანსებისთვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქცევის თერაპევტად მუშაობისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული კურსი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, აპლიკანტმა იცოდეს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესული სიტუაციების მიმართ მედეგობა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1) CV
2) ქცევის გამოყენებით ანალიზში გავლილი ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასკანერებული ვერსია.

მოთხოვნებთან თანხვედრილი აპლიკანტების განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 თებერვალი

აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქცევითი თერაპევტი"



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |