"International Shipping"-ი წარმოადგენს მსხვილ სატრანსპორტო-საექსპედიციო კომპანიას. დღესდღეობით ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სრულ კომპლექსურ მომსახურებას ყველა სახის ტვირთის - ერთი კილოგრამიდან ნებისმიერ სატრანსპორტო ერთეულამდე - გადაზიდვებზე მთელს მსოფლიოში, ტვირთის განბაჟებას, სასაწყობე შენახვასა და დამუშავებას.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, გაიაროთ სტაჟირება და დასაქმდეთ კომპანიაში.
მისამართი: ბელიაშვილის 189
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 2000 ლარი (+ საბონუსე სისტემა 5%)
მოვალეობები:
** ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება, დეტალების პროგრამულად ასახვა;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** შესყიდული საქონლის დათქმულ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური, რუსული, თურქული/აზერბაიჯანული ენების ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ქართულ ენაზე): marketing@goletiani.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
წარმატებები!