www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Angular დეველოპერი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

"ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას Angular დეველოპერის პოზიციაზე.

"ალტა სოფთვეარი" საქართველოში მოწინავე კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის. ჩვენ ვწერთ სისტემებს, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მომხმარებლები უკვე 25 წელია.

სამუშაოს აღწერა:

ჩვენთან შესაძლებლობა გექნებათ გამოიყენოთ უახლესი ტექნოლოგიები და მიდგომები კომპლექსური ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად. თქვენ შეძლებთ მონაწილეობას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ეტაპზე.

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** თვითგანვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Angular 9+ზე წერის 2-3 წლიანი გამოცდილება
** Typescript/Javascript
** RxJS
** HTML 5
** CSS3 (Sass/Less)
** Version Control - GIT
** მისასალმებელია ინგლისური ენის ცოდნა მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისა და გაგებისათვის საკმარის დონეზე
** კონფიდენციალურობის დაცვა

საჭირო უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** როგორც დამოუკიდებლად ასევე, გუნდთან მუშაობის უნარი

უპირატესობად ჩაითვლება:

** CSS Flexible Box, Bootstrap, KendoUI და სხვადასხვა UI Framework-ებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისა და გაგებისათვის საკმარის დონეზე

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - Angular Developer. გასაუბრებისთვის გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენ მიერ დაწერილი კოდი განსახილველად.

შენიშვნა: განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშაოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |