სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია ბრენდის/აქტივობის შესახებ;
** სავაჭრო ობიექტზე საპრომოციო პროდუქტის სწორად განთავსება.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ოთხშაბათი-კვირა, 13:00-20:00 სთ.
** დასვენების დღეები: კვირაში ორი დღე, ორშაბათი-სამშაბათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
ტელ: 595089796
გისურვებთ წარმატებებს!