ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
"ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.ec.ge
"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
მოვალეობები:
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** "ფორმა 2"-ის მომზადება;
** პროექტის დაწყებამდე შესაბამისი კალენდარული გრაფიკის მომზადება;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
** პროექტების "პროგრეს რეპორტის" წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება (მხოლოდ სამშენებლო სფეროში გამოცდილება);
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო -საინჟინრო კუთხით);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS office+ ArchiCAD/AutoCAD).
უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** ხელფასი: (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2022 წლის 16 სექტემბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსტრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!