შპს "ვაზისა და ღვინის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
გაყიდვების მენეჯერის საქმიანობის გეოგრაფია: თბილისი, ძირითადი მეღვინეობის რეგიონები
მისამართი, სადაც უნდა იმუშაოს პირმა: თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ.#34 (ტერმინალი)
გაყიდვების მენეჯერის სამიზნე აუდიტორია:
** მცირე საოჯახო მარნები
** საშუალო სიმძლავრის (100 ტონამდე ყურძნის გადამუშავება წელიწადში) მარნები
** ინვესტორები, რომლებიც გეგმავენ ვენახების გაშენებას ან/და ღვინის საწარმოების (100 ტონა/წელიწადში და მეტი სიმძლავრით) მოწყობას
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საკონსულტაციო პაკეტების გაყიდვა
** ტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების და აღჭურვილობების გაყიდვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები პოზიციაზე:
** მცირე საოჯახო ტიპის და საშუალო სიმძლავრის მარნებთან თანამშრომლობის გამოცდილება
** პროფესიონალ მეღვინეებთან თანამშრომლობის გამოცდილება
** დარგობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან, ფონდებთან, ბანკებთან, სხვა ტიპის საფინანსო/სალიზინგო ორგანიზაციებთან, საელჩოებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ქართულ ემიგრაციებთან, სავაჭრო პალატებთან, ინვესტორთა კლუბებთან და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება
** სხვადასხვა ფორმატის (ბიზნეს კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები, Microsoft Teams, Zoom და ა.შ.) შეხვედრების ორგანიზება, მათ შორის მათი ტექნიკური უზრუნველყოფის გამოცდილება
სხვა მოთხოვნები:
** საქმიანი და პოზიტიური დამოკიდებულებები უნარი გუნდის შიგნით
** პასუხისმგებლობის მაღალი უნარი საქმისა და გუნდის წინაშე
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივობების დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების უნარი
** საქმიანობაში კომპანიის ფინანსური რესურსების ყაირათიანი გამოყენების და აღრიცხვის უნარი
** სამიზნე აუდიტორიებთან ნაყოფიერი და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის უნარი
** საქმიანობაში ახალი შესაძლებლობების&იდეების იდენტიფიკაციის და მათი ჩამოყალიბების, მათ განხორციელებაზე მუშაობის უნარი
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი) მეღვინეობის სპეციალობაში
** ტრენინგები: პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე სურსათის უვნებლობის სტანდარტების, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების, ანდა ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საკითხებში
** ღვინის ინდუსტრიაში (მოთხოვნებში ჩამოყალიბებული თემების გათვალისწინებით) მუშაობის არანაკლებ 5 წლიან გამოცდილებას.
სხვა სასურველი ტექნიკური მოთხოვნები:
** პრეზენტაციების უნარი და მათი ტექნიკური უზრუნველყოფა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სოციალური ქსელის მართვა და მომხმარებელთან კომუნიკაციის ჯაჭვის მშენებლობა
** უცხო ენების ცოდნა
სახელფასო ბიუჯეტი:
** 2, 500.00 ლარი თვეში - ამ თანხაში შედის საშემოსავლო და საპენსიო გადასახადებიც.
** გაყიდული პროდუქციიდან ბონუსების მიღების შემდეგი სისტემა: 100, 000.00 ლარი და ზემოთ - 2.0 %; 100, 000.00 ლარამდე - 2.5-3 %.
** რეგიონებში მივლინებების დროს მოხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტარიფებით მენეჯერის უზრუნველყოფა და ასევე სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება
** დაფარული იქნება საკომუნიკაციო დანახარჯები, კონკრეტულად: ტელეფონი და ინტერნეტი
მსურველმა უნდა მოახდინოს საკუთარი CV გამოგზავნა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@vwg.ge
კანდიდატებთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები:
** კომპანიის გუნდის მიერ მოხდება თითოეული კანდიდატის CV დეტალური შესწავლა და შერჩევა.
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
შენიშვნა: შესაბამისად მსურველებს ვთხოვთ ყურადღებით მოეკიდნენ CV შევსებას, და მასში მკაფიოდ და გასაგებად განმარტონ ყველა ის პოზიცია, სადაც მუშაობდნენ და ასრულებდნენ კონკრეტულ საქმიანობას/ებს.
გასაუბრების შემდგომ თითოეული კანდიდატი მიიღებს 3 სამუშაო დღის განმავლობაში პასუხს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ, მიუხედავად დადებითი ან უარყოფითი პასუხისა.