www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: ნეოფარმი+
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

კომპანია "ნეოფარმი+" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

"ნეოფარმი+" არის გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და საწარმოო მიმართულებით. იგი აფართოებს და ზრდის აქტივობის არეალს ყოველდღიურად. მისი სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. "ნეოფარმი+" მუდმივად ახდენს საკუთარი სააფთიაქო ქსელის განვითარებას. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა შერჩევის პროცესების მართვა;
** რეკრუტინგის პროცესის კოორდინირება;
** თანამშრომელთა პირადი სქემების მართვა;
** უნივერსიტეტებთან, ტრეინინგ ცენტრებთან, HR სააგენტოებთან ურთიერთობა;
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება;
** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა
** თანამშრომელთა დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ ყოველთვიური რეპორტის წარმოება;

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neopharmi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება -"HR სპეციალისტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენ გელოდებით შენ!

დაგეგმე შენი კარიერა "ნეოფარმთან" ერთად
"ნეოფარმი" გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ნეოფარმი+"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები") შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge

ტელ: 577 545 097

კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის პერსონალური მონაცემი შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |