კომპანია "ქილერსი" მავნებლების კონტროლისა და სანიტარული სერვისის მიმწოდებელია როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის. ბაზარზე გამოჩნდა 2014 წლიდან და დღეისათვის ემსახურება წამყვან კომპანიებს საქართველოში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს http://www.facebook.com/killers.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
მოვალეობები:
გადამზადების გავლის შემდეგ, სხვადასხვა ობიექტზე საქართველოს მასშტაბით, ინდივიდუალურად ან/და გუნდურად ჩაატაროს სანიტარული პროცედურები (დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია, ქვეწარმავლების კონტროლი და ა.შ.) და გაუწიოს მათ შემდგომი მონიტორინგი
აუცილებელი მოთხოვნა:
** მართვის მოწმობა - B კატეგორია"
** ავტომობილის ტარების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანობა
** მოწესრიგებულობა
სტაჟირების გავლის შემდეგ, ერთი თვის ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს + ბონუსი
სტაჟირება გაგრძელდება ორი თვის განმავლობაში, რა დროსაც ერთი თვის ანაზღაურება იქნება 500 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელ.ფოსტაზე info@killers.ge და აუცილებლად დაურთეთ თქვენი ფოტო და მიუთითეთ სათაურში (Subject) პოზიცია, რომელზეც გზავნით რეზიუმეს.