კომპანია "ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: რუსთავი
პოზიციის მიზანი: ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური გამართულობა და ინკასაცია.
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება - 1050 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით
სავალდებულო მოთხოვნები:
** კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება
** ვინდოუსის კარგ დონეზე ცოდნა
** ავტომობილის ფლობა
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქსელში არსებული ტერმინალების ტექნიკური მომსახურება
** საჭიროებისამებრ, ქსელში არსებული ტერმინალების ინკასაცია
** ვინდოუსის გადაწერა
** მოწყობილობის დიაგნოსტიკა
** საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობის გადაადგილება ან გამოცვლა
უნარები:
** გუნდურობა
** ოპერატიულად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სამუშაოს ორგანიზება
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი კომპანიის თანამშრომელი
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოს-ინკასატორი რუსთავი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს !