კომპანია "სფერო ჰოლდინგში" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაცია "იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** იურიდიული რისკების განსაზღვრა და შესაბამისი რისკების აღმოჩენის შემთხვევაში პრევენციული ზომების მიღება;
** სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კომპანიის მენეჯმენტის, თანამშრომლების და/ან სხვა სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის საფუძველზე;
** სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, გარიგებებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვა, სამართლებრივი ანალიზი, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
** სადავო საკითხის განხილვაში მონაწილეობა და რეკომენდაციების გაცემა;
** მიმდინარე და არსებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ კომპანიის ინფორმირება და შიდა მარეგულირებელ დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** იურისტის პოზიციაზე მუშაობის/საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება;
** საპროცესო წარმომადგენლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Outlook).
პიროვნული თვისებები:
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrofsfero@gmail.com