www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ემსიეი მედიქალი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

სამედიცინო კომპანია "ემსიეი მედიქალი - MCE MEDICAL" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.  

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** რეგიონული და საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების კვლევა, ანალიზი;
** რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორების ბაზის წარმოება, ახალი პარტნიორების მოძიება მუდმივი განახლება;
** თანამშრომლებთან ერთად გეგმური ვიზიტების დაგეგმვა და სამედიცინო პროდუქციის პრეზენტაცია შესაბამის დაწესებულებებში;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; (შეხვედრები, კონფერენციები);
** თანამშრომლებისგან მიმდინარე ანგარიშების მიღება და მათი დამუშავება შეთანხმებული პერიოდულობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინოს მიმართულებით);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი;
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა + ტრანსპორტირების ხარჯები
ადგილმდებარეობა:  თბილისი, ქ. ვაკე, მცხეთის ქუჩა 19/21  

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ ფოსტაზე: hrdepmed.co@gmail.com2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "სამედიცინო გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |