კომპანია "მერკური" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "მერკური", წარმოადგენს პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც 1995 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი პოლიგრაფიული ჟურნალ-გაზეთების გავრცელება-რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი პროდუქტის უცხო და ადგილობრივი ბაზრიდან მოძიება;
** მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
** პირობების შეთანხმება და მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;
** შესყიდვის პროცესისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ფინანსური ანგარიშსწორებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში საბაჟო სამსახურისათვის დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის მიმართულებით);
** გამოცდილება ადგილობრივი და უცხოური ბაზრების კვლევის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:00.
** ადგილმდებარეობა: გოთუას ქ #3.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancy@mercuri.ge 2023 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი." (წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება)
გისურვებთ წარმატებებს!