www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის მრჩეველი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

სერვისის მრჩეველი - ტოიოტა ცენტრი ბათუმი

თეგეტას გუნდში სერვისის მრჩეველს ვეძებთ.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

გვჭირდება სერვისის მრჩეველი, რომელსაც აქვს:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** დროის მართვის უნარი

რას აკეთებს სერვისის მრჩეველი?

** ცენტრში შემოსული სერვისის მომხმარებლების მიღება ტოიოტას სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლების საჭიროებების სრულყოფილად გარკვევა და შესაბამისი მომსახურებების შეთავაზება;
** ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია და სერვისში შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** სამუშაოების პროგრესის შესახებ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მომსახურებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება;
** შესაბამის პროგრამებში მუშაობა (SAP);
** მონაცემთა ბაზების მართვა და მონიტორინგი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სერვისის მიმართულების რეალიზაციის ზრდის სტიმულირება;
** ახალი ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების რეალიზაციის ზრდის მხარდაჭერა;
** ტოიოტა კავკასიის მიერ ორგანიზებული ტრენინგებისა და სერთიფიცირებების გავლა.

სასურველია: MS საოფისე პროგრამების ცოდნა

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

ისარგებლებ სამედიცინო დაზღვევითა და თეგეტას თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კორპორაციული შეთავაზებებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=427 და შეავსეთ აპლიკაცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |