"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და მოქმედი გადასახადების საბაზისო ცოდნა;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტებისა და პროცესების ცოდნა;
** ხარჯების კონტროლის მექანიზმების შემუშავება-დანერგვა;
** ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ფინანსური ანგარიშგებების და სტატისტიკური რეპორტების მომზადება, წარდგენა მარეგულირებელ და სხვა საკანონმდებლო ორგანოებთან;
** მოგება - ზარალის ანგარიშგების სტატისტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
** კომპანიაში არსებული ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული პროცესების შემუშავებაში მონაწილეობა;
** მარეგულირებელი და სხვა საკანონმდებლო ორგანიზაციების მიერ გამოცემული ახალი რეგულაციის/მოთხოვნის შემუშავება/განხორციელება;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგებების ფორმების შემუშავება, დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
** საანგარიშო პერიოდში მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა;
** მონაცემების დამუშავება და რეპორტინგის წარმოება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.