www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ემსიეი მედიქალი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

კომპანია "ემსიეი მედიქალი - MCE MEDICAL" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.  

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო პროდუქტების: სამედიცინო აპარატურის, სახარჯი მასალის და სხვა სამედიცინო ინვენტარის რეალიზება;
** ყოველდღიური გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით შესაბამისი სამუშაო ბაზის წარმოება;
** კონკრეტული მიმართულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინოს მიმართულებით);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წელი;
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის განკარგვის ეფექტურობა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა + ტრანსპორტირების ხარჯები
ადგილმდებარეობა:  თბილისი, ქ. ვაკე, მცხეთის ქუჩა 19/21  

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ ფოსტაზე: hrdepmed.co@gmail.com2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |