კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორაციულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.
კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ლილო მოლი
სამუშაო საათები: სტანდარტული
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა;
** მომხმარებლის შეკვეთის შეგროვება;
** პროდუქციის ეფექტურ გაყიდვაზე, მომხმარებლისთვის სიახლეების მიწოდებაზე ზრუნვა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა, პროგრამული საბუთის მომზადება და ატვირთვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ;
** Retail - ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ფლობა;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** აპექსში ან ბალანში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@ms-group.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.
გისურვებთ წარმატებას!