შპს "აი ღვინო" აცხადებს ვაკანსიას ხარჯების აღმრიცხველის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, სოფ. ართანა
საქმიანობის აღწერა:
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) შექმნა, შენახვა და ბუღალტრისთვის მიწოდება;
** კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად სხვადასხვა სააღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადება;
** ნაღდი ფულის მოძრაობის კონტროლი;
** ხარჯების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადება;
** შეკვეთების დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი;
** სხვა ადმინისტრაციული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა, Word, Exel (საშუალო დონეზე).
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზების, დაგეგმვის და მონიტორინგის უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@artanawines.com, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ "ხარჯების აღმრიცხველი".