www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/

"ჩემი ოფისის" გუნდში ვეძებთ, როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ IT სპეციალისტს ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და თანამშრომლების მხარდაჭერა კომპიუტერულ სისტემებთან დაკავშირებით;
** პერიფერიული მოწყობილობების გამართვა და ქსელურად მიერთება (პრინტერი, სკანერი და ა.შ.);
** მომხმარებლების ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** ობიექტებზე არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და მოწყობილობების ინსტალირება, კონფიგურირება და დიაგნოსტიკა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განიხილება როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი IT სპეციალისტის კანდიდატურა;
** ცოდნა აღნიშნული მიმართულებით (შესაძლებელია იყოთ თვითნასწავლიც);
** ტექნიკური უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პრობლემებში სწრაფად გარკვევისა და მათი დროულად აღმოფხვრის უნარი;
** მომხმარებელთან სრულყოფილი კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** მოტივირებულობა, პროფესიულად განვითარების სურვილი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "IT სპეციალისტი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |