რესტორანი "ესკიზი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
რესტორანი მდებარეობს ძველ თბილისში, კოტე მარჯანიშვილის ქ. N51
ძირითადი მოვალეობები:
** დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების სრულყოფილად ცოდნა;
** დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით კერძების მომზადება;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა;
** რესტორნის სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** მაცივრების და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა;
** ახალი პროდუქციის ათვისების უნარი;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: career@esquisse-hotel.com.
წარმატებებს გისურვებთ!