სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი კლინიკა "დროფსი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე.
დასაქმების ადგილი: თბილისი, ვაკე.
სამუშაო განაკვეთი: არასრული, 15 დღე
სამუშაო აღწერილობა:
** პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;
** თავაზიანი ურთიერთობა კლინიკაში მომსვლელთან/სტუმართან, კლიენტთან/პაციენტებთან;
** პაციენტების კლინიკის ექიმებთან ჩაწერა;
** სამუშაო პროგრამაში პაციენტის რეგისტრაცია;
** საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** სასურველი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მომსახურების, პროცედურებისა და ტარიფების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან /და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** მოტანილი ამანათების/წერილების მიღება, აღრიცხვა და შესაბამის პირისადმი მიწოდება;
** სადისტრიბუციო პირების დაკვალიანება - შესაბამის პერსონალთან დაკავშირება;
** კლინიკის მომხმარებლის სისტემაში რეგისტრაცია (პროგრამაში აღრიცხული პაციენტების რეგულარული კონტროლი, სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოება).
** ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში კოლეგისთვის ინფორმაციის გადაცემა/გადაბარება
** სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა.
** საოფისე, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** ინოვაციური ხედვა
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობა
** კომუნიკაბელურობა
** დროის ეფექტური მართვა
** მოწესრიგებულობა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე sopo.goglidze.90@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: მიმღები ადმინისტრატორი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 10 თებერვალი, 16:00 საათი.