"მწვანე სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ადრეული და წინასასკოლო განათლების პედაგოგებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პედაგოგიური განათლება ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
** ადრეული და წინასასკოლო ასაკის ბავშვების განვითარების თავისებურებების ცოდნა
** ინგლისური და საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
** შემოქმედებითი უნარები და კრეატიული აზროვნება
** აღსაზრდელზე ორიენტირება
** საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
** პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
თუ გიყვარს და იცი ბავშვებთან ურთიერთობა, თუ გსურს, რომ იმუშაო განსაკუთრებულ გარემოში და მონაწილეობა მიიღო ახალი, უკეთესი თაობის აღზრდაში, გამოაგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: hr.greenschool@outlook.com.