www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ტეტრაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ტეტრაპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

შპს "ტეტრაპროდუქტი" არის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოში 2011 წლიდან. კომპანია ახორციელებს ათეულობით სახეობის პროდუქტის იმპორტს და მოიცავს როგორც თბილისს ასევე რეგიონებს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. თუკი გსურთ იყოთ აქტიური და საინტერესო გუნდის ნაწილი, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ. #15

პირობები:

** 7 სამუშაო დღე საცდელი პერიოდი (ხელფასის გარეშე, სამსახურში აყვანის შემთხვევაში საცდელი პერიოდი ჩაითვლება ნამუშევრად და ანაზღაურდება)
** ანაზღაურება (ხელფასი): მუშაობის დაწყებიდან პირველი თვე 1000 ლარი (თვეში), მეორე თვიდან ანაზღაურება (ხელფასი) 1500 ლარი (თვეში), ასევე მოქმედებს ბონუსური სისტემა ხელშეკრულების გაფორმებიდან.
** დასვენების დღე კვირა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** სხარტი აზროვნება
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი
** სხარტი აზროვნების და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია
** ასაკი: 25-დან 55 წლამდე
** თბილისის ქუჩებისა და რეგიონების ცოდნა, მათ შორის სხვა ქალაქების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** ქართულ/რუსულ (სასურველია) ენებზე გამართული, დახვეწილი მეტყველების უნარი

მძღოლ-დისტრიბუტორის მოვალეობები:

** ბორტის დატვირთვა (სისუფთავე)
** საქონლის მიწოდება
** ანგარიშის ჩაბარება სამუშაოს დამთავრებისას და თანხის ჩარიცხვა ბანკში.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი ფოტოსურათიანი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: r.janashiia@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიისა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |