www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Courtyard by Marriott Batumi
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 9 თებერვალი

"Courtyard by Marriott" არის სასტუმროების ქსელი, რომელიც ეკუთვნის "Marriott International"-ს. ბრენდი განკუთვნილია პირველ რიგში ბიზნეს მოგზაურებისთვის და ოჯახებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა. ის დაფუძნდა 1983 წელს და დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1200-ზე მეტ სასტუმროს. ამ დიდ ოჯახს შეუერთდა "Courtyard by Marriott Batumi".

"Courtyard by Marriott Batumi"-ის სასტუმროში ჩვენ გამოვარჩევთ მეოცნებეებს, რომლებიც თავიანთ კვალს ტოვებენ სტუმართმოყვარეობის სფეროში. შესაბამისად, გამოიყენე უნიკალური შესაძლებლობა და გახდი ამ დიდი ოჯახის წევრი და Courtyard by Marriott Batumi - ის გასაოცარი თავგადასავლების ნაწილი. თქვენი უნარებით და შემოქმედებითი აზროვნებით ჩვენ ერთად დავნერგავთ სიახლეებს და უკეთესობისკენ შევცვლით მოგზაურობის გამოცდილებას.

სასტუმრო "Courtyard by Marriott Batumi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის გუნდთან ერთად შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
** არსებულ და პოტენციურ სატელეფონო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება;
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულებების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
** გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, განვითარება და განახლება;
** გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და დანერგვა;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და რეპორტინგი;
** მომხმარებლების ქცევისა და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი;
** მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა;
** ბეჭდურ კომპანიებთან მუშაობა ბრენდირებული მასალების შესაქმნელად;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის შესაბამისი დავალებების შესრულება.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სასტუმროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა აუცილებელია;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა აუცილებელია;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად შრომის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** 5 დღიან სამუშაო კვირას;
** ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** დასვენებას დაბადების დღეზე;
** გუნდის წევრების "Marriott Bonvoy"-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
** 2 თვიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე 2023 წლის 9 თებერვლამდე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@courtyardbatumi.com და სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |