www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას.

"ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალებებისა და მითითებების მიცემა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** კომპანიის ტერიტორიაზე კონფლიქტური სიტუაციების განეიტრალება, შესაბამისი რეაგირება
** თანამშრომლების დასწრების, შესვენების და სხვა ნებადართული მოქმედებისთვის (მოწევა და ა.შ) დროის დაურღვევლობის მონიტორინგი.
** ინციდენტების ან რაიმე ობიექტის დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება
** კომპანიის მოქმედი შრომის უსაფრთხოების, გარემოს უსაფრთხოების, ნარჩენების გადამუშავების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების პირობების დაცვა
** ყველა ინფრასტრუქტურის გამართულობის, ადგილზე და წესრიგში ყოფნის გაკონტროლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება
** 2 წლიანი გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე.
** დისციპლინირებულობა
** კონფლიქტების მართვა
** ხარისხზე ორიენტირება
** ორგანიზებულობა

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** ბონუსური სისტემა KPI-ზე დაყრდნობით (წელიწადში ორჯერ)
** თიმბილდინგი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე. დასვენება: კვირა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოების სპეციალისტი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |