www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / განცხადების ვადა: 17 თებერვალი

"მედი" ეს არის საერთაშორისო კლინიკათა ქსელი ესთეტიკური ინოვაციების მიმართულებით, მისი ფილიალები წარმოდგენილია საქართველოში, რუსეთსა და ჩეხეთში.

ჩვენი მარკეტინგის გუნდისთვის პრიორიტეტულია ახალი პაციენტების მოზიდვა, მათი შენარჩუნება და ძველი პაციენტების კლინიკაში კვლავ დაბრუნება. ჩვენ ვფართოვდებით, ამიტომ ვეძებთ ციფრული მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც უფრო აქტიურს გახდის აუდიტორიასთან მუშაობას, ასევე ითავებს სტრატეგიის განსაზღვრასა და ანალიტიკის წარმოებას კომპანიის სოციალურს ქსელებში.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე:

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** მონაწილეობას მიიღებ ახალი თანამედროვე ოფისის ფორმირებაში;
** გვერდიგვერდ იმუშავებ საერთაშორისო დონის მარკეტოლოგებთან;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გექნებათ ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი KPI-ის მიხედვით.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგის ხელმძღვანელთან ერთად ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაში, ბიუჯეტირებასა და კალენდრის შედგენაში მონაწილეობა;
** Facebook ad-ის, Google ads-ის და სხვა სარეკლამო პლატფორმების მეშვეობით სარეკლამო აქტივობების განხორციელება და მათ ოპტიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** ციფრული სარეკლამო კამპანიების ბიუჯეტის მართვა და კონტროლი;
** დიზაინერების ჯგუფთან კომუნიკაცია;
** ვებგვერდის სარეკლამო კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი Google analytics-ის და სხვა ციფრული ინსტრუმენტების მეშვეობით;
** არსებული საიტისა და სოციალური ქსელების მართვა/განვითარება;
** საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** SEO ოპტიმიზაცია;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნა (ზოგადი პოსტები, ღონისძიებები);
** ვებგვერდის კონტენტის მართვა - ინფორმაციის განთავსება, ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
** ციფრული პროექტების კოორდინირება - საიტების და აპლიკაციების შექმნის პროცესის მართვა, ციფრულ სააგენტოებთან თანამშრომლობა;
** ციფრული არხების მეშვეობით მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება;
** საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მონიტორინგი და მართვა;
** მარკეტინგულ მონაცემთა ანალიტიკა კამპანიების მოთხოვნების მიხედვით;
** მომხმარებლის ქცევის მონაცემებზე დაყრდნობით დიზაინში ცვლილებების რეკომენდაციების შემუშავება;
** ბაზრის კვლევა არსებული შესაძლებლობებით და პროგრამული უზრუნველყოფით;
** ციფრულ მარკეტინგში ახალი ტექნოლოგიების და შესაძლებლობების კვლევა;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში/ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator-ის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** SEO ოპტიმიზაციის უნარები და გამოცდილება;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით, გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medi.ge, 2023 წლის 17 თებერვლამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება გამოცდილ მარკეტოლოგთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |